დიდი ბრიტანეთი - ჯოშ დუბოვი

55-ე ევროვიზიის კონკურსზე დიდ ბრიტანეთს 19 წლის ჯოშ დუბოვი წარადგენს. ჯოშმა პირველად 9 წლის ასაკში სასკოლო წარმოდგენის დროს იმღერა, ხოლო 15 წლისამ ერთ-ერთი პერსონაჟი განასახიერა. პედაგოგის რჩევით, ახალგაზრდამ ვოკალში სისტემატური მეცადინეობა დაიწყო.

ჯოში არაერთი საქველმოქმედო საღამოს, სპორტისადმი მიძღვნილი კონცერტისა თუ ფესტივალის მონაწილეა.

2010 წლის ევროფესტივალზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ლეგენდარული პიტ ვატერმანისა (Pete Waterman) და მაიკ სტოკის (Mike Stock) სიმღერას "That Sounds Good To Me" შეასრულებს.