|
maNga
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე თურქეთს ჯგუფი “maNga” წარადგენს.
”maNga” თურქეთში ძალიან პოპულარულია. ჯგუფი ალტერნატიული როკისა და ჰიპ-ჰოპ მუსიკის ნაზავს წარმოადგენს, იყენებს ანიმაციურ მელოდიებსა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც.
ჯგუფმა 2009 წლის MTV დაჯილდოებაზე თურქეთის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი დაიმსახურა; მოგვიანებით კი ევროპის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოც ხვდა წილად.
|