შვეიცარია-მიშელ ვან დერ ჰეიდი

მიშელ ვან დერ ჰეიდი მომღერლის საქმიანობას 1996 წლიდან ეწევა. მას გამოშვებული აქვს 8 ალბომი და 15 სინგლი. ეს სიმღერები სისტემატურად იკავებს წამყვან ადგილებს ჩარტში. მიშელ ვან დერ ჰეიდი კონცერტებს მართავს საზღვარგარეთაც, ის სატელევიზიო შოუების ხშირი სტუმარია.

ევროვიზიის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ის 1999 წელს გერმანიის შიდაშესარჩევ ტურში მონაწილეობდა, სიმღერით ,,Bye Bye Bar", სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა.

ბავშვობაში ის ოპერის მომღერალთან ჟინეტ ჟირარდენთან (Ginette Girardier) მეცადინეობდა, როგორც ვოკალში, ისე ჯაზისა და როკის მიმართულებითაც. 1994 წელს ის 6 თვით ლონდონში გაემგზავრა, უკან დაბრუნებულმა პრესტიჟული პრიზი - Goldener Thunfisch დაიმსახურა.

1996 წელს მომღერალმა პირველი ალბომი გამოუშვა და პალეოს (Paleo) ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მიშელ ვან დერ ჰეიდიმ გასვლითი კონცერტები ჩაატარა გერმანიასა და ავსტრიაში.

2001 წელს ვიკინგერის თეატრში მან სტალინი განასახიერა.

ამ ეტაპზე მომღერალი ტურს გეგმავს, რაც სოლო და ჯაზ ორკესტრთან ერთად გამოსვლებს მოიცავს.