შვედეთი - ანა ბერგენდალი

55-ე ევროფესტივალზე შვედეთს ანა ბერგენდალი წარადგენს, სიმღერით ”This is My Life”.

ანა ბერგენდალი 1991 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. პოპულარობა 2008 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც შვედეთის ტელეარხის - TV4 გადაცემაში ”კერპი” (Idol) ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა. გოგონამ სატელევიზიო შოუში სხვა სიმღერებთან ერთად ჯგუფის ”ABBA” ცნობილი ჰიტიც ”Mamma Mia” შეასრულა.

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერამ ”This Is My Life" ადგილობრივ რადიოებში პირველი ადგილი დაიკავა.

მომღერლის პირველი ალბომის გამოშვება 2010 წლის 28 აპრილისთვის იგეგმება.