|
დანიელ დეგასი
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესპანეთს დანიელ დიგესი წარადგენს, სიმღერით ”Algo Pequeñito”.
დანიელ დიგესი 1981 წლის 17 იანვარს მადრიდში დაიბადა. ეუფლებოდა დრამატურგიას, თეატრალურ ხელოვნებას.
კარიერა მშობლიური ქალაქის თეატრში ”TELA” დაიწყო.დიგესი გადაღებულია სატელევიზიო სერიალებში "Club Megatrix","Nada es para siempre". მონაწილეობდა სხვადასხვა შოუებსა და პროგრამებში.
2005 წელს დანიელმა ითამაშა სერიალში "Agitacion + IVA",რის შემდეგაც ისევ თეატრს დაუბრუნდა.
მონაწილეობდა მიუზიკლებში, რომელთაგან აღსანიშნავია ლეგენდარული ჯგუფის ”Queen” ბალადის "We Will Rock You" მიხედვით შექმნილი მიუზიკლი, სადაც მან გალილეო განასახიერა.
დანიელ დიგესი სოლო ალბომზე მუშაობს.
|