|
Ansambel Roka Žlindre in Kalamari
2010 წლის ევროფესტივალზე სლოვენიას - Ansambel Roka Žlindre in Kalamari წარადგენს.
საკონკურსო სიმღერის ”Narodno Zabavni Rock” ავტორს ლეონ ობლაკს (Leon Oblak) ფოლკლორული ანსამბლის და როკ ჯგუფის გაერთიანების იდეა გაუჩნდა.
ფოლკლორული ანსამბლი ”Ansambel Roka Žlindre” როკ ზლინდრამ (Rok Žlindra) 2005 წელს ჩამოაყალიბა.
ანსამბლი ოთხი წევრისგან შედგება: ბარბარა (Barbara Ogrinc), როკ ზლინდრა (Rok Žlindra), ნეჯიკ დრობნიკი (Nejc Drobnič), როკ მოდიკი (Rok Modic)
ანსამბლმა სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთი პრიზი დაიმსახურა. 2007 წელს ჯგუფის წევრებმა პირველი ალბომი "Najlepše je, kadar sva skupaj" და ვიდეორგოლი გამოუშვეს.
ისინი 2009 წელს ფესტივალის ”Polka valček” აბსოლუტური გამარჯვებულები გახდნენ, ასევე, გერმანელი მსმენელის წინაშე 3 გერმანულენოვანი სიმღერა შეასრულეს.
ბენდი ”Kalamari” 1993 წელს შეიქმნა. ჯგუფის წევრები არიან:
ჯოზე ჯეზპეპი (Jože Jez-Pepi), მატიასი ( Matjaž Švagelj) და ალექსანდერი (Alexander Kokošar).
ევროვიზიის წესის თანახმად, სცენაზე 6 მომღერალზე მეტი არ დაიშვება, ამიტომ ახლად შექმნილი ჯგუფის წევრები ოსლოში მაყურებლის წინაშე სრული შემადგენლობით ვერ წარდგებიან.
|