|
სლოვაკეთი - კრისტინა
კრისტინა პელაკოვა (Kristína Peláková) 1987 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. სიმღერა 4 წლის ასაკიდან დაიწყო. დაამთავრა კონსერვატორიის მუსიკისა და დრამის ფაკულტეტი.
გოგონას პირველი სინგლი "Som tvoja” 2007 წლის გაზაფხულზე გამოვიდა, რომელიც მან ერთ-ერთ ბრატისლაველ რეპერთან ერთად ჩაწერა. კრისტინამ პირველი ალბომი 2008 წელს გამოუშვა.
სლოვაკეთის წამყვან მომღერლებს შორის, მან ადგილი სიმღერით - "Stonka” დაიმკვიდრა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰიტად გადაიქცა.
საკონკურსო სიმღერა ”Horehronie ” მარტინ კავულიკს (Martin Kavulič) ეკუთვნის, ტექსტის ავტორია - კემილი (Kamil Peteraj) .
კრისტინას საყვარელი მომღერლები არიან: კრისტინა აგილერა, დესტინის ჩაელდი. იტაცებს ცეკვა, ციგურაობა და ყველაზე მეტად - სიმღერა.
|