სერბეთი - მილან სტანკოვიჩი

მილან სტანკოვიჩი 1987 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი.

2007 წელს მან მონაწილეობა მიიღო კონკურსში “Zvezde Granda”. უამრავი გულშემატკივრის წყალობით, ის შოუს ფინალში მოხვდა და მედიის ყურადღებაც დაიმსახურა.

2009 წელს სტანკოვიჩის პირველი ალბომი “Solo” გამოვიდა. ახალგაზრდებმა, თინეიჯერებმა სერბეთში ფანკლუბი ე.წ. “მილანომანია” ჩამოაყალიბეს. კლუბის წევრები მომღერალს საჩუქრებსა და წერილებს უგზავნიან, ასევე მილან სტანკოვიჩს ჩაცმულობით, ვარცხნილობითა თუ სტილით ბაძავენ.