|
რუსეთი - პიოტრ ნალიჩი
პიოტრ ნალიჩი 1981 წელს მოსკოვში დაიბადა. მისი წინაპრები ბოსნიიდან იყვნენ; განქორწინებულია მეუღლესთან, ჰყავს შვილი. პიოტრი ბელგრადის ოპერაში ტენორის ხელოვნებას ეუფლებოდა. დაამთავრა არქიტექტურის ინსტიტუტი, სწავლობს მოსკოვის კონსერვატორიაში.
პიოტრი ფართო საზოგადოებისთვის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც YouTube - ზე საკუთარ სიმღერაზე ვიდეოკლიპი-"Gitar" გაავრცელა. კლიპის მნახველთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა და მალე რამდენიმე ათასს გადააჭარბა, რის შემდეგაც მომღერლის შემოქმედებით რუსული პრესაც დაინტერესდა.
პიოტრ ნალიჩმა პირველი კონცერტი 2007 წელს გამართა. 2008 წლიდან მომღერალმა ჯგუფი ჩამოაყალიბა. მათ ორი კონცერტი კლუბში "Ikra" გამართეს, ხოლო შემდეგ გასვლითი კონცერტები ჰქონდათ პეტერბურგში, ეკატერინებურგში, ნიჟნი ნოვგოროდსა და რუსეთის სხვა ქალაქებში.
მათ 2008 წელს UEFA -ს ჩემპიონატზე რუსეთის ფეხბურთის გუნდისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების მხარდასაჭერად იმღერეს. გამოუშვეს პირველი ალბომი, სახელწოდებით - "The joy of simple melodies", ასევე სინგლი "The Sea".
ჯგუფის წევრები არიან: პიოტრ ნალიჩი-ვოკალისტი, ფორტეპიანო, აკორდეონი; იური კოსტენკო-საქსაფონი, ფლეიტა; სერგეი სოკოლოვი-ვოკალი; კოსტია შვეცოვი-გიტარა, დიმა სიმონოვი-ბასი, დენის მარინკინი-დასარტყამი ინსტრუმენტები.
|