|
რუმინეთი - პაულა და ოვი
2010 წლის ევროფესტივალზე რუმინეთს ოვი და პაულა წარადგენენ.
ოვი რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაიბადა. 2006-2009 წლებში მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსებში.
მისმა პირველმა ალბომმა, სახელწოდებით "Nanu Disco" განსაკუთრებული პოპულარობა დანიაში მოიპოვა.
გასულ წელს ფესტივალზე ”Golden Stag" ნორვეგია ოვიმ წარადგინა და მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.
პაულა სელინგი (Paula Seling) ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსების მრავალგზის მონაწილეა (1998, 2003, 2004, 2008 წლებში).
ის 2002 წელს პრესტიჟული ფესტივალის ”Golden Stag" ფინალისტი გახდა, შემდეგ კი რუმინეთის საუკეთესო მომღერლად აღიარეს. იმავე წელს ჟურნალმა ”Avantaje” პაულა ”წლის საუკეთესო ქალად” დაასახელა.
1997 წელს პაულა ფესტივალის ”Mamaia” გამარჯვებული გახდა. მღეროდა ისეთ მეგავარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ანიტა დოთი, ალ ბანო, ტონი ჰოუკსი.
|