პორტუგალია - ფილიპა აზივიდო

ფილიპა აზივიდო - 1991 წლის 31 ივლისს პორტოში დაიბადა. მუსიკალურ სასწავლებელში ფლეიტაზე დაკვრას სწავლობდა, მაგრამ მას სიმღერა, ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის სტილი უფრო იტაცებდა.

პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტელეარხის - SIC ცნობილ პროგრამაში ”Familia Superstar” გაიმარჯვა.

ფილიპა კონცერტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მისი პირველი ალბომი 2009 წელს გამოვიდა. ამჟამად მომღერალი ლონდონში ცხოვრობს და მუსიკის პროდიუსერის პროფესიას ეუფლება.