მარცინ მორზინსკი

24 წლის მარცინ მორზინსკი მსახიობი, მომღერალი და დამწყები კომპოზიტორია.

დრამის სახელმწიფო აკადემია ვარშავაში დაამთავრა. სცენაზე 8 წლის ასაკიდან დგას. 1997 წელს ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა. საერთაშორისო ფესტივალზე "Singing Mask" მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. იყო მუსიკალური ტელეგადაცემის "Songowanie na ekranie" წამყვანი.

მარცინ მორზინსკი სხვადასხვა შოუებისა და კონკურსების მონაწილე და გამარჯვებულია. ის მიწვეული იყო როგორც მსახიობი სხვადასხვა წარმოდგენებში. მან ჩაწერა თეატრალური წარმოდგენის ”მოჩვენება ოპერაში” პოლონური ვერსია. Cartoon Network - ზე მიჰყავდა გადაცემა ”Staraoke”. გასულ წელს გასართობ პროგრამაში ”გამოიცანი მელოდია” სხვადასხვა შემსრულებლების ჰიტებს მღეროდა.

მარცინ მორზინსკი სოლო ალბომზე მუშაობს.