|
დიდრიკ სოლი-ტანგენი
22 წლის ტენორმა დიდრიკ სოლი-ტანგენმა აღიარება ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეშოუში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.
დიდრიკი ოსლოში იმ კონსერვატორიაში სწავლობს, რომელშიც 2009 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული ალექსანდრე რიბაკი.
ახალგაზრდა ტენორი სხვადასხვა გრანტების მფლობელია. მღეროდა ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ჩიკაგო და ვაშინგტონი. 2009 წლის დეკემბერში საშობაო კონცერტზე მსმენელის წინაშე ალექსანდრე რიბაკთან ერთად წარდგა.
2010 წლის ევროვიზიაზე დიდრიკი ცნობილი კომპოზიტორების ჰ.სორვაგისა (Hanne Sorvaag ) და ფ. კემპეს (Fredrik Kempe) მიერ შექმნილ ბალადას შეასრულებს.
|