სიენკე პიტერსი

ნიდერლანდების წარმომადგენელი 17 წლის სიენკე პიტერსი (Sieneke Peeters) პარიკმახერის პროფესიას სწავლობს. ცეკვა და სიმღერა 8 წლის ასაკიდან დაიწყო. ეუფლებოდა საბალეტო ხელოვნებასაც.

სკოლების მასშტაბით გამართულ ფესტივალზე გოგონამ გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც მომღერლის კარიერა დაიწყო. ის სხვადასხვა წვეულებებსა და ღონისძიებებზე მღერის.

სიენკეს ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთი წარმოდგენის შემდეგ, გოგონას ვოკალური შესაძლებლობებით მოხიბლულმა მარიანა ვებერმა ის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე-ნიდერლანდების ნაციონალურ ფესტივალზე მიიწვია,სადაც გაიმარჯვა კიდეც.