მოლდოვა - ოლია ტირა და “Sun Stroke Project”

წარმოშობით მოლდოველი-ოლია ტირა 1988 წელს გერმანიაში დაიბადა. მამა საბჭოთა არმიაში ოფიცრად მსახურობდა, რის გამოც ოჯახს სხვადასხვა ქალაქში უხდებოდა ცხოვრება. გოგონა ამჟამად მოლდოვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის სტუდენტია, ეუფლება პოპ და ჯაზ ვოკალისტის ხელოვნებას.

მომღერალი ბევრი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა. მან გამოუშვა პირველი ალბომი, სახელწოდებით - "Your place or mine?". ის ერთ-ერთ ადგილობრივ არხზე დილის პროგრამის წამყვანია. მისი სიმღერები პოპულარულია, ხოლო ფოტოები არაერთი ჟურნალის გარეკანს ამშვენებს.

პროექტი “Sun Stroke” ორი წლის წინ შეიქმნა. ბენდის წევრები მეტწილად ოდესაში კლუბში მღერიან. პროექტის იდეა - კლუბურ მუსიკასა და ელექტრონულ სტილს აერთიანებს, რასაც საქსაფონი და ვიოლინოც ერწყმის.

ჯგუფის წევრებმა ოლია ახალი წლის დღეებში გაიცნეს, სადაც ისინი სანტა კლაუსებს განასახიერებდნენ, ხოლო გოგონა ფიფქია იყო. მათ საკონკურსო სიმღერა "Run Away" 3/5 იანვარს ერთობლივად შექმნეს.