|
გიოკო ტანესკი
გიოკო ტანესკი 15 წელია სცენაზე დგას. მან უკვე ორი ალბომი - 2007 წელს ”Zbogum najmila” და 2009 წელს - "Nikogas dosta" გამოუშვა და სოლო კონცერტისთვისაც ემზადება.
მომღერალს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი.
საკონკურსო სიმღერა "Jas ja imam silata" კრისტიან გაბროსკიმ (Kristian Gabroski) დაწერა, ხოლო არანჟირება დარკო ტასევს (Darko Tasev) ეკუთვნის.
გიოკო ტანესკი 2010 წლის ევროფესტივალზე მაყურებლის წინაშე გიტარისტის - დემჯან პეჯსინოსკის (Damjan Pejcinoski) თანხლებით გამოვა. გიტარისტი არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია.
|