|
ლიტვა - ჯგუფი ” Inculto”
ჯგუფი ”Inculto” პოპულარული 2003 წლიდან გახდა. ბენდის წევრები კონცერტებს მართავენ საზღვარგარეთაც (პოლონეთი, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, აშშ). 2005 წელს პირველი ალბომი გამოუშვეს, სახელწოდებით ”Post-Sov-Pop”. ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და ჯილდოების მფლობელები არიან, მათ ლიტვის კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურეს.
ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეორგოლი “Boogaloo” პირველი ლიტვური კლიპია, რომელიც MTV -ზე მოხვდა. 2007 წელს ჯგუფის მეორე ალბომი გამოვიდა. ისინი ელექტრონულ, საცეკვაო მუსიკას ქმნიან. ეს არის კულტურათა, ასევე ძველისა და ახალის შერწყმა. მათ სტილს შეიძლება ”პოსტ მოდერნისტულიც ეწოდოს”.
ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება: იურიუს დიზიულისი (Jurgis Didžiulis) - ვოკალი, გიტარა, აურელიუს მორლენკასი (Aurelijus Morlencas) - ბასი, სერგეი მეკიდონი (Sergej Makidon) - დასარტყამი ინსტრუმენტები, ლეურინას ლეიპი (Laurynas Lape) - საყვირი, ნერიუს ლეუკეიტისი (Nerijus Laukaitis) - ტრომბონი, ბექვოკალი , ალგირადეს დრიმა (Algirdas Drema) - ეფექტები.
|