ლატვია - აიშა

აიშა ანდრეევა (Aija Andrejeva) 1986 წლის 16 იანვარს დაიბადა. გოგონას მამა ალექსი ლეგენდარული როკ-ჯგუფის "Opus Pro"- ს სოლისტია. აიშამ მუსიკალურ სასწავლებელში 10 წლის ასაკიდან დაიწყო სიარული, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჯგუფის "Sirius" წევრი გახდა.

1991 წელს ახალგაზრდა ვოკალისტთა კონკურსზე მან მე-2 ადგილი დაიმსახურა. 12 წლის ასაკში კი ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. მონაწილეობდა პოპულარულ მიუზიკლში "That is the way it should be", ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ჯგუფთან "Opus Pro.”

2004 მამა-შვილმა მუსიკალურ ფესტივალზე, სიმღერით "You and me" პირველი ადგილი დაიმსახურა. მოგვიანებით აიშამ დაჯილდოების ცერემონიალზე - ”წლის სოლისტის” ტიტული მოიპოვა.

გოგონა პოპულარული ტელეშოუს ,,ვუყვარვარ თუ არა?” (Loves me - loves me not) წამყვანი იყო. მან ჯგუფთან "Opus Pro” ერთად ალბომი გამოუშვა, ხოლო 2008 წელს სოლო ალბომიც ჩაწერა.

2009 წელს აიშამ მონაწილეობა მიიღო ყოფილ საბჭოთა სივრცეში პოპულარულ კონკურსში ”ახალი ტალღა”, სადაც მესამე ადგილი დაიმსახურა.

მისი ალბომი "Dveselite" 2009 წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს ლატვიაში.