ჰარელ სკაატი

ჰარელ სკაატი - 1981 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. ის წარმოშობით იემენიდან არის. პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ტელეშოუში ”Kokhav Nolad” ( ვარსკვლავის დაბადება) მიიღო მონაწილეობა. ჰარელი მესამე ადამიანია ამ შოუდან, ვინც ევროვიზიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

ჰარელმა ტალანტი ადრეულ ასაკში გამოავლინა. 6 წლის ბიჭუნა საბავშვო ფესტივალის გამარჯვებული გახდა, ასევე მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეშოუში. ჰარელ სკაატი არმიაში მსახურობდა, შემდეგ კი კოლეჯში ჩააბარა და ხელოვნების შესწავლა დაიწყო.

2006 წელს მომღერალმა სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვა, ხოლო პირველმა ალბომმა - პლატინის სტატუსი დაიმსახურა. გასულ წელს სკაატს ევროვიზიის ფესტივალზე ისრაელი უნდა წარედგინა, მაგრამ გარკვეული იურიდიული პრობლემების გამო, მან კონკურსში მონაწილეობა ვეღარ მიიღო. 2009 წელს მომღერლის მეორე ალბომი ”Dmuyot” გამოვიდა.