ირლანდია - ნიამ კავანა

55-ე ევროფესტივალზე ქვეყანას 1993 წლის ევროვიზიის ფინალისტი ნიამ კავანა (Niamh Kavanagh) წარადგენს, ბალადით - ”It's For You”.

ნიამ კავანა 1968 წლის 13 თებერვალს დუბლინში დაიბადა. მომღერალი ამჟამად ანტრიმის საგრაფოში ცხოვრობს.

ის მონაწილეობდა 2008 წლის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსშიც. მღეროდა ფილმების საუნდრეკებში "Destination Anywhere" და "Do Right Woman, Do Right Man".

მომღერალმა იონას გლედნიკოფთან ერთად, 2009 წლის ევროვიზიაზე ირლანდიის წარმომადგენლებისთვის დაწერა სიმღერა - ”Et Cetera.”