|
ჰერა ბიორკი
ჰერა ბიორკი 1972 წლის 29 მარტს დაიბადა. ის ისლანდიაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. გოგონას პირველი ალბომი, სახელწოდებით -”Ilmur af Jólum” 2000 წელს გამოვიდა.
მღეროდა რამდენიმე მიუზიკლში, იყო ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუს წამყვანი. ჰერა წლების განმავლობაში ისლანდიის ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მოღვაწეობდა. მღეროდა ”Schola Cantorum”-ში. ” Schola Cantorum”- მა სამი ალბომი ჩაწერა, რომელთაგან ერთ-ერთმა მუსიკალურ კონკურსზე 2002 წლის კლასიკური ნამუშევრის ჯილდო დაიმსახურა.
გოგონა ბიზნესისა და მარკეტინგის უნივერსიტეტში სწავლობდა, პარალელურად რეიკიავიკის თეატრსა და ღამის კლუბებში მღეროდა. ჰერა ბიორკმა მოგვიანებით სწავლა კოპენჰაგენის ვოკალის ინსტიტუტში გააგრძელა.
ჰერა ამჟამად მომღერლის საქმიანობას განაგრძობს და ევროპის მასშტაბით ვოკალის გაკვეთილებსაც ატარებს.
|