|
საბერძნეთი - გიორგოს ალკაიოსი და მეგობრები
ბავშვობაში მას სპორტი იტაცებდა. 1989 წელს სატელევიზიო რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა და ფინალისტებს შორის მოხვდა. მოგვიანებით ითამაშა ანტიკურ, სოფოკლეს დრამაში ”ანტიგონე”.
გიორგოს ალკაიოსმა თეატრს მომღერლის კარიერა ამჯობინა და ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. მისმა სიმღერებმა მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო, ალბომებმა ოქროსა და პლატინის სახელწოდებები დაიმსახურა.
გიორგოსი 15 წელია მღერის. მან თავისი განსხვავებული სტილი შექმნა, აალაპარაკა ჟურნალისტები და მსმენელთა გულები დაიპყრო.
მომღერლის პოპულარობა საბერძნეთს გაცდა. ის კონცერტებს მართავს კვიპროსში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიასა და აშშ-ში;
გამოდის მსოფლიოს ცნობილ თეატრებსა თუ საკონცერტო დარბაზებში.
გიორგოს ალკაიოსი ბოლო პერიოდში ალბანელი მაყურებლის წინაშე წარდგა, ასევე იმღერა ბულგარეთსა და რუმინეთში.
|