|
გერმანია - ლენა მაიერ-ლანდრუტი
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გერმანიას ლენა მაიერ-ლანდრუტი წარადგენს, სიმღერით ”Satellite”.
გოგონა გერმანიის ნაციონალური ფინალის ”Unser Star für Oslo” კონკურსანტებს შორის მაყურებელმა გამოავლინა. ნიჭიერმა შემსრულებელმა პუბლიკა, ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე მოძრაობის თავისუფლებით, სისადავითა და უშუალობით გააოცა.
ლენა მაიერ-ლანდრუტი სკოლის მოსწავლეა და აპრილში 18 წლის ხდება. მას სასკოლო გამოცდებისა და ევროფესტივალისთვის მზადება პარალელურ რეჟიმში მოუხდება.
ლენა მაიერ-ლანდრუტისთვის სცენა უცხო არ არის, ის მოცეკვავეა და არაერთ წარმოდგენაში მიუღია მონაწილეობა. გოგონა დიდ დროს უთმობს სწავლას. რეპეტიციებით დაღლილი ლენა ხშირად ჩაკეტილა ოთახში თავის წიგნებთან, მაგრამ მისთვის სიმღერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ”როცა ვმღერი, სხვა დანარჩენი მავიწყდება”, - აცხადებს ის.
|