|
ჯესი მატადორი
2010 წლის ევროფესტივალზე საფრანგეთს ჯესი მატადორი წარადგენს.
ჯესი მატადორი კონგოში დაიბადა. ის იყო ჯგუფის ”Les Coeurs Brisés” წევრი, რომელიც კონცერტებს აფრიკაში, ამერიკასა და ევროპაში მართავდა. 2005 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი ”La Selesao”, რომელშიც კანავას (Kanawa) სტილში მოცეკვავეებიც შედიოდნენ.
2008 წელს პირველი სოლო სიმღერა ”Décalé Gwada” ჩაწერა.ის სოლო ალბომზე მუშაობს, რომლის პირველი სინგლი აპრილში გამოვა.
საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ ჯესი მატადორის საკონკურსო სიმღერა ევროვიზიის ფარგლებს გაცდება და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, სამხრეთ-აფრიკაშიც გაჟღერდება.
|