|
სუზან აჰო და იოანნა ვირტანენ
2010 წლის ევროფესტივალზე ფინეთს დუეტი ”Kuunkuiskaajat” (მთვარესთან ჩურჩული) წარადგენს, სიმღერით - ”Tyolki ellaa”.
დუეტი - ”Kuunkuiskaajat” 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი წევრები გოგონები - სუზან აჰო და იოანა ვირტანენი არიან. ჯგუფი ფოლკლორულ მოტივს ეფუძნება და იმ თავისებურებით გამოირჩევა, რომ სიმღერებში დიდი დატვირთვა აქვს ტექსტებს, რომლებშიც, როგორც წესი, მთელი ისტორია, თავგადასავალია გადმოცემული.
დუეტის ჩამოყალიბებამდე სუზანი და იოანა მომღერლის საქმიანობას ეწეოდნენ; მღეროდნენ სხვადასხვა ჯგუფებში, მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროექტებში.
|