|
ესტონეთი - მალკოლმ ლინკოლნი
Malcolm Lincoln -ი რობინ იუხენტალის სოლო პროექტია. რობინი სცენაზე მადის კუბუს თანხლებით გამოდის, რომელიც ბასის პარტიას ასრულებს. რობინმა და მადისმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს, ისინი თავდაპირველად როკ-მუსიკას ქმნიდნენ, მოგვიანებით კი პროექტის Malcolm Lincoln ფარგლებში ელექტრონიკისა და პოპის მიმართულება აირჩიეს. ვოკალისტი რობინ იუხენტალი სიმღერებს თავადვე წერს. Malcolm Lincoln-ის პირველი ალბომის გამოშვება 2010 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.
რობინი უნივერსიტეტში საგზაო ინჟინერიას ეუფლება, ხოლო მადისმა ისტორიისა და ფილოსოფიის მიმართულება დაამთავრა და არქიტექტურის თავისებურებებზე დისერტაციაც დაიცვა.
|