ტომას კრისტენსენი

წლევანდელ ევროფესტივალზე დანიას კრისტინა ჩენი და ტომას კრისტენსენი (ენ ევერგრინი) წარადგენენ. ტომას კრისტენსენი (ენ ევერგრინი) 1969 წლის 12 ნოემბერს დაიბადა. მან ჩაიფიქრა და განახორციელა პროექტი - N'EVERGREEN ( ენ ევერგრინი), რის შემდეგაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. ტომასის მიერ დეპრესიის პერიოდში დაწერილმა ახალმა სიმღერამ - ”Since You've Been Gone” ევროპის ყურადღება მიიქცია და ”დანიის პრინციც” დაიბადა.

N'EVERGREEN - ს ფარგლებში ჩაწერილმა სხვა სიმღერებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ხმაური მოჰყვა ალბომის შექმნასაც. ვოკალზე მუშაობისა და ჩაწერის პროცესი ლოს ანჯელესში მიმდინარეობდა , ხოლო კლავიში ლეგენდარული ჯგუფის ” ABBA” ფორტეპიანოზე შესრულდა, რომელიც სტოკჰოლმში სტუდიაში ”Polar” დგას. ტომასი 2003 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა, ის ”A-Studio”-ს ყოფილი სოლისტის პოლინას მეუღლე იყო . სიმღერით - ”One More Try” მომღერალი რუსეთის ევროვიზიის ნაციონალურ კონკურსში მონაწილეობდა.

კრისტინა ჩენი ჯგუფის ”Kid Creole and the Coconuts” სოლისტია და კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. გოგონა სხვადასხვა ბენდში, ასევე ორკესტრშიც მღეროდა. მან სინგლი ”Breathing” ჩაწერა, პირველი ალბომის გამოშვებას კი 2010 წლის ზაფხულისთვის გეგმავს. საკონკურსო სიმღერის - ”In a Moment Like This” ავტორი, კომპოზიტორი ტომას გუსტაფსონი (Thomas Gustafsson) როკ ჯგუფის წევრი იყო, მოგვიანებით კი სიმღერების წერა დაიწყო და 40-ზე მეტი კომპოზიცია შექმნა. მისი სიმღერები გაჟღერდა ნაციონალურ ტურებსა და ევროვიზიის კონკურსებზეც.