|
ჯონ ლილიგრინი
22 წლის ჯონ ლილიგრინი (Jon Lilygreen) უელსიდან 2010 წლის ევროფესტივალზე კვიპროსს წარადგენს. მას დიდი ტალანტის მქონე ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.
უელსის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლის პარალელურად, იგი მღერის, წერს სიმღერებს, უკრავს გიტარაზე. ბიჭუნამ სიმღერა ბავშვობიდან შეიყვარა, როცა მამა ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჯონი მაყურებლის წინაშე ჯგუფის ”Islanders” თანხლებით წარდგება. ბენდი ”Islanders” ხუთი წევრისგან შედგება. ისინი წარმოშობით უელსიდან, ნორვეგიიდან, კვიპროსიდან და შოტლანდიიდან არიან.
|