ხორვატია - ჯგუფი ”Feminnem”

ჯგუფი ”Feminnem” 2004 წელს მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც გოგონებმა კონკურსში ”ხორვატიის კერპი” (Croatian Idol) წარმატებას მიაღწიეს.

ჯგუფმა 2005 წლის ევროფესტივალზე ბოსნია-ჰერცეგოვინა წარადგინა. გოგონებმა გამოუშვეს პირველი ალბომი, სახელწოდებით "Feminnem Show".

ჯგუფი სამი წევრისგან შედგება:

პამელა (Pamela Ramljak) დაიბადა 1979 წელს. გოგონა არაერთი მუსიკალური კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. მღეროდა სხვადასხვა ჯგუფებში. მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მომღერალმა სოლო კარიერა დაიწყო, მოგვიანებით, ჯგუფის ”Feminnem” წევრი გახდა.

ნიკოლა (Nika Antolos) 1989 წელს დაიბადა. მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებსა და კონკურსებში. გასულ წელს ნიკოლა შოუსა ,,HTZ” ფინალისტი გახდა.

ნედა პარმასი (Neda Parmać ) დაიბადა 1985 წელს. სიმღერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლის იყო, როცა მამასთან ერთად ბენდში "Kompas" იმღერა. ბეკ-ვოკალისტისა და ვოკალისტის ამპლუაში გამოდიოდა ოპერაში. ის ამჟამად ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს, ეუფლება ცეკვასაც.