მირო (მიროსლავ კოსტადინოვი)

მირო, მიროსლავ კოსტადინოვი (Miro - Miroslav Kostadinov) 1976 წლის 10 მარტს, ბულგარეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში დაიბადა. ის სასწავლებელში გაძლიერებულად სწავლობდა რუსულ ენას, ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრასაც. 1990 წლიდან ახალგაზრდა მომღერალი ადგილობრივი ფესტივალების მონაწილე და პრიზიორი გახდა. მიიწვიეს კონცერტებზე თურქეთსა და ყაზახეთში.

მირომ პოლულარობა 1999 წელს მოიპოვა, მას შემდეგ რაც გალიასთან (Galya) ერთად დუეტი ”ქარიზმა” ჩამოაყალიბა. ჯგუფმა პირველი ალბომი 2006 წელს გამოუშვა. მირომ სოლო ალბომი 2009 წელს ჩაწერა, სიმღერა - ”I Lose Control When...” ადგილობრივ რადიოებში ჰიტად იქცა. 2009 წელს მირო ბულგარეთის ”მოდის კერპად” აღიარეს.