|
ვუკასინ ბრაჯიჩი
ბოსნია და ჰერცეგოვინას 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე ვუკაშინ ბრაჟიჩი (Vukašin Brajić) წარადგენს. კონკურსზე იგი წარდგება სიმღერით "Munja i Grom" (ჭექა-ქუხილი). სიმღერის ავტორია დინო სარანი (Dino Šaran).
ვუკაშინ ბრაჟიჩი ეროვნულ შესარჩევ კონკურსში პროფესიონალმა ჟიურიმ 90 კონკურსანტთა შორის გამოავლინა.
სიმღერის ავტორი დინო სარანი არის ბოსნიის როკ ანსამბლ Letu stuke-ის სოლისტი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლლოობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პოპ-როკ მომღერალი ვუკაშინ ბრაჟიჩი 1984 წელს დაიბადა. იგი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული მუსიკით, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო ამ მხრივ პრობლემები შეექმნა. 2003 წელს მან მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა მელოდიური მეტალ ბენდი "Affect"-ი და ჩაწერა რამდენიმე სიმღერა. 2007 წლიდან ბენდი კლუბებში გამოდიოდა, ხოლო 2007 წელის ბოლოდან ვუკაშინი მარკო მაკიჩთან ერთად დუეტი "Lucky Luke" შექმნა. შემდეგ იგი "OT Bend"-ის წევრი გახდა. ბენდი 2009 წლის ევროვიზიის ეროვნულ შიდაშესარჩევ კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა.
|