|
ტომ დაისი
ბელგიის მაუწყებელმა (VRT) გაახმოვანა, რომ 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყანას 20 წლის ტომ დიასე (Tom Dice) წარადგენს.
ტომ დიასე 1989 წლის 25 ნოემბერს არის დაბადებული. მომღერლის ნამდვილი სახელი და გვარია ტომ ეშკოუტი (Tom Eeckhout). მან პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადგილობრივ ტელეშოუში ”X-Factor” მეორე ადგილი დაიმსახურა. ის ნომინირებულია პრემიაზე - ”ახალი საუკეთესო შემსრულებელი”.
ბელგიელი ახალგაზრდა მომღერალი სიმღერებსაც წერს.
|