|
ბელარუსი - ჯგუფი “3 + 2”
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბელარუსიას ჯგუფი “3 + 2” წარადგენს, სიმღერით ”Butterflies”.
ჯგუფი ხუთი წევრისგან შედგება:
არტემ მიხალენკო (Artyom Mihalenko) დაიბადა 1990 წლის 23 იანვარს. მუსიკით 4 წლის ასაკიდან დაინტერესდა, დამოუკიდებლად შეისწავლა ოკორდეონსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ის ბელარუსიის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ასევე პრეზიდენტის ორკესტის სოლისტია. იტაცებს თხილამურები, ცურვა და კრივი.
ეგიაზარ ფარაშიანი (Egiazar Farashyan) დაიბადა 1988 წელს სომხეთში. ის ხუთი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად ბელარუსიაში გადავიდა. ახალგაზრდა ამჟამად უნივერსიტეტში პოპ კულტურის განყოფილებაზე სწავლობს. ეგიაზარის, როგორც მუსიკოსის, ნიჭი დედამ აღმოაჩინა.
იულია შიშკო (Yulia Shishko) - დაიბადა 1989 წელს. ის ყოველთვის თვლიდა, რომ წარმატების აუცილებელი პირობა კარგი განათლებაა. გოგონა ბელარუსიის კულტურის უნივერსიტეტის მუსიკის განყოფილების სტუდენტი და ასევე პრეზიდენტის ორკესტის სოლისტია.
ალიონა და ნინელ კარპოვიჩები (Alyona and Ninel Karpovich) ტყუპები არიან. ისინი მინსკში 1985 წელს დაიბადნენ. მათ ბავშვობიდან გადაწყვიტეს, რომ თავი მუსიკისთვის მიეძღვნათ. ისინი ბელარუსიის მუსიკის აკადემიაში საორკესტრო ხელოვნებას ეუფლებიან, ასევე მღერიან პრეზიდენტის ორკესტრში. გარეგნობით მსგავსი დები ხასიათითა და ტემპერამენტით სრულიად განსხვავდებიან: ალენა უფრო სერიოზულია, ხოლო ნინელი ემოციური და არტისტული.
”Butterflies”-ცნობილ რუს პროდიუსერს მაქსიმ ფადეევს (Maxim Fadeev) ეკუთვნის,ხოლო ტექსტის ავტორია მალკა ჩაპლინი (Malka Chaplin).
|