აზერბაიჯანი - საფურა

17 წლის საფურას მამა მხატვარია, დედა პიანისტი და დიზაინერი. სიმღერა 3 წლის ასაკიდენ დაიწყო, ხოლო სცენაზე 6 წლის ასაკიდან დგას. მცირეწლოვანი საფურა, როცა მაყურებლის წინაშე პირველად წარდგა, დიზაინერის არაჩვეულებრივი ნიჭი გამოავლინა, რაც მის ჩაცმულობაზე აისახებოდა.

გოგონამ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. ის უკრავს ვიოლინოზე და ოცნებობს დაეუფლოს საქსაფონს. საფურა არაერთი მუსიკალური კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. ის აზერბაიჯანის ტალანტების შოუს ”Yene Ulduz” ფინალისტია.

საფურას იტაცებს კითხვა. მისი საყვარელი ავტორია - სტეფანი მაიერსი.

საფურა ახალი ალბომის ჩასაწერად ემზადება. ის უახლოეს პერიოდში ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ შვედეთში გამგზავრებას გეგმავს. მომღერალი საკონკურსო სიმღერაზე ვიდეორგოლის გადაღებას კიევში აპირებს.