|
ევა რივესი
ევა რივესი 1987 წლის 13 ივლისს დაიბადა. ევა მრავალი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. 9 წლიდან “Arevik”-ში მღეროდა. მოსკოვში გამართულ კონკურსში ”სომხეთის წლის სიმღერა” პირველი ადგილი დაიმსახურა. 2005 წელს ევამ ტიტული ”როსტოვი-დონის საუკეთესო ხმა” ტიტული მოიპოვა. რუსეთის პირველი არხის მიერ ორგანიზებულ შოუში ”5 ვარსკვლავი” მესამე ადგილზე გავიდა.
2004 წელს გოგონამ როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა დაიწყო.
ევა რივესმა დაამთავრა სააგენტოს ”Image-Elite” სასწავლებელი და ამავე სააგენტოს წამყვანი მოდელი გახდა. მოდის ჩვენებებში რუსეთის მასშტაბით მონაწილეობს.
ის ამჟამად სოლო ალბომზე მუშაობს, რომელიც მე-18 საუკუნის პოეტისა და კომპოზიტორის შემოქმედებაზეა აგებული.
საკონკურსო სიმღერის ”Apricot Stone” ავტორები არიან არმენ მარტიროსიანი და კარენ კავალერიანი. ევა სცენაზე პოპულარული რუსი გიტარისტის არტემ დერვოედის, ასევე, ლეგენდარული მედუდუკის დივან გასპარიანის თანხლებით გამოვა.
|