• სოფო ნიჟარაძე თბილისში დაბრუნდა

    31.05.2010

    55-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილე სოფო ნიჟარაძე თბილისში დაბრუნდა. ევროფესტივალზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა ქართველი მომღერალი საუკეთესო ათეულში მოხვდა. მან მეცხრე ადგილი დაიკავა - 136 ქულით.

    საქართველომ უმაღლესი 12 - ქულა ლატვიისა და სომხეთისგან მიიღო. 10 ქულით შეგვაფასა რუსეთმა, ხოლო ესტონეთმა და აზერბაიჯანმა - 8 ქულით.

    55-ე ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა,სიმღერით ”Satellite”.მან ხმების რეკორდული რაოდენობა - 246 დააგროვა.

    ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე eurovision.tv ევროვიზიის პირველი და მეორე ნახევარფინალების შედეგები განთავსდა. აღსანიშნავია, რომ 27 მაისს გამართულ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე ლიდერობდა. მან - 106 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე-113 ქულით აზერბაიჯანელი საფურა აღმოჩნდა. მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულად თურქული ჯგუფი ,,maNga” დასახელდა - 118 ქულით.

    25 მაისს გამართული პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული ბელგიის წარმომადგენელი ტომ დაისე გახდა -167 ქულით.

    საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა.

    გასულ წელს საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

    2011 წლის ევროფესტივალს გერმანია უმასპინძლებს.