• საქართველოს წარმომადგენელი საუკეთესო ათეულში მოხვდა

    30.05.2010

    ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა,მან მეცხრე ადგილი დაიკავა - 136 ქულით.

    საქართველომ უმაღლესი 12 - ქულა ლატვიისა და სომხეთისგან მიიღო. 10 ქულით შეგვაფასა რუსეთმა, ხოლო ესტონეთმა და აზერბაიჯანმა - 8 ქულით.

    55-ე ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა,სიმღერით ”Satellite”.მან ხმების რეკორდული რაოდენობა - 246 დააგროვა.

    მეორე ადგილი წილად ხვდა თურქეთის წარმომადგენელი ჯგუფს ,, maNga” – 170 ქულით , ხოლო რუმინელები პაულა სელინგი და ოვი მესამე ადგილზე გავიდნენ - 162 ქულით.

    ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე eurovision.tv ევროვიზიის პირველი და მეორე ნახევარფინალების შედეგები განთავსდა. აღსანიშნავია, რომ 27 მაისს გამართულ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე ლიდერობდა. მან 106 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე-113 ქულით აზერბაიჯანელი საფურა აღმოჩნდა. მეორე ნახევარფინალის გამარჯვებულად თურქული ჯგუფი ,,maNga” დასახელდა - 118 ქულით.

    25 მაისს გამართული პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული ბელგიის წარმომადგენელი ტომ დაისე გახდა -167 ქულით.

    2011 წლის ევროფესტივალს გერმანია უმასპინძლებს.