• 2010 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა

    30.05.2010

    55-ე ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი გახდა, სიმღერით ”Satellite”.მან ხმების რეკორდული რაოდენობა - 246 ქულა დააგროვა.

    მეორე ადგილი წილად ხვდა თურქეთის წარმომადგენელ ჯგუფს ,, maNga” –170 ქულით,ხოლო რუმინელები პაულა სელინგი და ოვი - 162 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.

    ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა - 136 ქულით.

    ლენა მაიერ-ლანდრუტი გერმანიის ნაციონალური ფინალის ”Unser Star für Oslo” კონკურსანტებს შორის მაყურებელმა გამოავლინა. ნიჭიერმა შემსრულებელმა პუბლიკა, ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე მოძრაობის თავისუფლებით, სისადავითა და უშუალობით გააოცა.

    ლენა მაიერ-ლანდრუტი 19 წლის გახდა.მას სასკოლო გამოცდებისა და ევროფესტივალისთვის მზადება პარალელურ რეჟიმში მოუხდა.

    ლენა მაიერ-ლანდრუტისთვის სცენა უცხო არ არის, ის მოცეკვავეა და არაერთ წარმოდგენაში მიუღია მონაწილეობა. გოგონა დიდ დროს უთმობს სწავლას, მაგრამ მისთვის სიმღერაც ძალიან მნიშვნელოვანია. ”როცა ვმღერი, სხვა დანარჩენი მავიწყდება”, - აცხადებს ის.

    2011 წლის ევროფესტივალს გერმანია უმასპინძლებს.