• 2010 წლის ევროფესტივალზე სოფო ნიჟარაძე დღეს იმღერებს

    29.05.2010

    55-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს 29 მაისს გაიმართება.

    25 ქვეყნის კონკურსანტებს შორის,სოფო ნიჟარაძე ტელენორის სცენაზე მე-13 ნომრად გამოვა.

    ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი სიმღერას ,,Shine” ფრანგი მოცეკვავეებისა და ქართველი ბექვოკალისტების თანხლებით შეასრულებს.

    ქართველი მომღერლისთვის ხმის მიცემა მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ მსმენელს სპეციალურად მითითებულ ნომერზე შეეძლება.

    ევროვიზია 2010-ის გამარჯვებულის ვინაობა ფინალურ ტურში გაირკვევა.

    ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირი ეთერით - 23:00 საათზე გადასცემს.

    55-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობდა. ფინალში 5 ქვეყანა - ავტომატურად, ხოლო პირველი და მეორე ნახევარფინალების შედეგად 20 ქვეყნის კონკურსანტები მოხვდნენ.

    სოფო ნიჟარაძე სიმღერით ,,Shine” მსოფლიოს წინაშე მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 27 მაისს წარდგა და ტური წარმატებით გაიარა.