|
ოსლო, ნორვეგია
2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს. ევროფესტივალის გრანდიოზულ სანახაობას ნორვეგიამ 1986 წ. და 1996 წ.-საც უმასპინძლა.
ნორვეგიის დედაქალაქი - ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად მზარდი ქალაქია. აქ მოსახლეობის რაოდენობა 1,4 მილიონს შეადგენს.
ოსლო - ნორვეგიის მთავრობის, კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკის ცენტრია . აქ განვითარებულია - მრეწველობა, ვაჭრობა, საბანკო საქმიანობა, ინდუსტრია, გემთმშენებლობა. საზღვაოსნო სექტორში დაგროვილი ცოდნის მიხედვით, ქალაქს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მთელ ევროპაში; შრომით ბაზარზე ამ სფეროში - ჩართულია 980 კომპანია , დასაქმებულია - 8, 500 ადამიანი.
ოსლოსთან ერთობლივად 55-ე ევროფესტივალს პატარა ქალაქი ბირუმი უმასპინძლებს. ქალაქში ტელენორის არენაა განთავსებული- ადგილი, სადაც 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უნდა ჩატარდეს.
ისტორია
ოსლო - ჰაროლდ მესამემ 1050 წელს დააარსა. მე-14 საუკუნეში ქალაქი დამპყრობლების ხელში აღმოჩნდა. 1624 წელს დიდი ხანძრის შემდეგ, თითქმის მთლიანად გადამწვარი ხელახლა აშენდა და ახალი სახელი - კრისტიანია ეწოდა, ქალაქი ამ სახელს 1925 წლამდე ატარებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ოსლოს გერმანელი სამხედროები დაეპატრონენ, რომლებიც აქ კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისამდე დარჩნენ.
თანამედროვე ოსლო
2008 წელს გლობალიზაციის პროცესების შემსწავლელი ჯგუფის მიერ ოსლო მეგაქალაქად არის მიჩნეული. ბოლო წლების მონაცემებით, ოსლო ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქალაქად - ტოკიოს, კოპენჰაგენსა და პარიზთან ერთად.
ოსლო - კლასიკური ევროპული დონისა ქალაქია - ღამის ცხოვრებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მუზეუმებით, თანამედროვეობისა და ტრადიციულის შერწყმით.
თვალწარმტაცი ბუნება -ფლორა და მთები ქალაქს დაუვიწყარს ხდის.
|