ისტორია

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით. ამ გადაცემას 100 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შექმნის იდეა
კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU - ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ – შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილეთა რიცხვი 40 ქვეყნამდე გაიზარდა.
1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia) სიმღერით Refrain (მისამღერი).

გამოჩენილი გამარჯვებულები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილეები იყვნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ABBA (შვედეთი), სიმღერით Waterloo, 1988 წლის კონკურსში გამარჯვებული Celine Dion (შვეიცარია) სიმღერით Ne partez pas sans moi, 1990 წლის კონკურსში გამარჯვებული Toto Cutugno (იტალია) სიმღერით Insieme: 1992 და სხვები.

მონაწილეობის წესები და პირობები
თავდაპირველად ევროვიზიის ორგანიზატორების მიერ დადგენილი წესის მიხედვით, კონკურსში მონაწილეებს მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა შეესრულებინათ სიმღერა, მაგრამ ბოლო ხანებში ეს მოთხოვნა გამარტივდა და მათ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ.
ESC-ის უმნიშვნელოვანესი წესი კი ის არის, რომ ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ამ პრესტიჟულ კონკურსს იგებს, შემდეგი წლის კონკურსის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.

2008 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა რუსეთის წარმომადგენელი დიმა ბილანი სიმღერით Belive და ამ გამარჯვებით რუსეთმა მოიპოვა ევროვიზია 2009-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი.


ჯგუფს ”სტეფანე და 3 G” საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - ”Put In Disco”.

მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. გასულ წელს საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა ნორვეგიის წარმომადგენელმა ალექსანდრე რიბაკმა, სიმღერით ”Fairytale” (ზღაპარი) 2010 წლის ევროფესტივალი ოსლოში გაიმართება.




მასპინძელი ქალაქები

flag 1956 - ლუგანო flag 1974 - ბრაიტონი flag 1992 - მალმიო
flag 1957 - ფრანკფურტი flag 1975 - სტოკჰოლმი flag 1993 - მილსტრიტი
flag 1958 - ჰილვერსუმი flag 1976 - ჰააგა flag 1994 - დუბლინი
flag 1959 - კანი flag 1977 - ლონდონი flag 1995 - დუბლინი
flag 1960 - ლონდონი flag 1978 - პარიზი flag 1996 - ოსლო
flag 1961 - კანი flag 1979 - იერუსალიმი flag 1997 - დუბლინი
flag 1962 - ლუქსემბურგი flag 1980 - ჰააგა flag 1998 - ბირმინგემი
flag 1963 - ლონდონი flag 1981 - დუბლინი flag 1999 - იერუსალიმი
flag 1964 - კოპენჰაგენი flag 1982 - ჰეროგეითი flag 2000 - სტოკჰოლმი
flag 1965 - ნეაპოლი flag 1983 - მიუნხენი flag 2001 - კოპენჰაგენი
flag 1966 - ლუქსემბურგი flag 1984 - ლუქსემბურგი flag 2002 - ტალინი
flag 1967 - ვენა flag 1985 - გოთენბურგი flag 2003 - რიგა
flag 1968 - ლონდონი flag 1986 - ბერგენი flag 2004 - სტამბული
flag 1969 - მადრიდი flag 1987 - ბრიუსელი flag 2005 - კიევი
flag 1970 - ამსტერდამი flag 1988 - დუბლინი flag 2006 - ათენი
flag 1971 - დუბლინი flag 1989 - ლოზანა flag 2007 - ჰელსინკი
flag 1972 - ედინბურგი flag 1990 - ზაგრები flag 2008 - ბელგრადი
flag 1973 - ლუქსემბურგი flag 1991 - რომი flag 2009 - მოსკოვი