პრესკონფერენცია საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალებისა და დასკვნითი სამუშაოების შესახებ
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.პრესკონფერენციას ესწრებოდნენ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერი - სერგი გვარჯალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გიორგი ჩოგოვაძე, კონკურსის კრეატიული რეჟისორი - გორდონ ბონელო და შოუს წამყვანები ლიზი ჯაფარიძე და ელენე კალანდაძე.