EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ლიზი პოპი წარადგენს

მასთან ერთად მაყურებელი იხილავს სოფო და დეა დაშნიანებს, რომლებიც სოლისტის ბექ-ვოკალისტები იქნებიან. საბავშვო ევროფესტივალის მონაწილეები პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფმა შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად შეარჩია. პირველი არხის მაყურებელი ლიზა პოპის საკონკურსო სიმღერას უახლოეს მომავალში შეაფასებს. ქართველი მონაწილეები ამ სიმღერით 15 ნოემბერს, მალტაში, საბავშვო ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე წარდგებიან.