საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story.
ჰელსინკი, ფინეთი - 2007 წლის ევროფესტივალის ფინალი.
2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.
ბელგრადი, სერბეთი - 2008 წლის ევროფესტივალის ფინალი.
Peace Will Come (ვიდეოკლიპი).
2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა - Put In Disco.
მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Put In Disco - შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული სიმღერა.
2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
ოსლო, ნორვეგია - 2010 წლის ევროფესტივალის ფინალი.
Shine (ვიდეოკლიპი).
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.
დიუსელდორფი, გერმანია - 2011 წლის ევროფესტივალის ფინალი.
One More Day (ვიდეოკლიპი).
2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I'm a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა.
ბაქო, აზერბაიჯანი - 2012 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი.
I'm a Joker (ვიდეოკლიპი).
2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.
მალმე, შვედეთი - 2013 წლის ევროფესტივალის ფინალი.
Waterfall (ვიდეოკლიპი).
2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.
კოპენჰაგენი - 2014 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალი.
Three Minutes to Earth (ვიდეოკლიპი).
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.
ვენა - 2015 წლის ევროფესტივალის ფინალი.
Warrior (ვიდეოკლიპი).
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold.
Midnight Gold (ვიდეოკლიპი)
სტოკჰოლმში - 2016 წლის ევროფესტივალის ფინალი.
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.